ვანში 39 წლის კაცი მოკლეს
ვანში 39 წლის დავით ჩხეიძე მოკლეს. ირკვევა, რომ შემთხვევა ახალგაზრდა კაცის კუთვნილ კაფერში მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება თავდაპირველად სტუმრებს შორის მოხდა. დაწესებულების მეპატრონემ აგრესიულ სტუმრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა. სიტუაციის განმუხვტვის შემდეგ, ერთ-ერთი პირი ჩხეიძეს ზურგიდან მიეპარა და მოკლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.