მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ნელ-ნელა გაუარესებადი - ექიმი
ნევროლოდ ოთარ თოიძის ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა.
ქართველი მედიკოსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ნელ-ნელა გაუარესებადი.
მან გასინჯა პაციენტი და მითხრა, რომ მის შთაბეჭდილებებს გადმომიგზავნიდა. ბატონმა მიხეილმა მისცა ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ექსპერტი ეკითხებოდა, მათ შორის პროცედურულ საკითხებზე.
სააკაშვილის მდგომარეობა არის გაუარესებადი, თუ დინამიკას გადავხედავთ, პაციენტი მიდის დამძიმებისაკენ, ეს შეიძლება მოხდეს უეცრად ან დროის განმავლობაში”, - აღნიშნა ოთარ თოიძემ.