ფოთის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე გარდაიცვალა

29.08.22 18:03
ფოთის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე გარდაიცვალა

ფოთის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა გვასალია გარდაიცვალა - ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ ფოთის საკრებულოში ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარის - მამუკა გვასალიას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.
მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი.
მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები