მკვლელობა მარიამობის ღამეს - "ტვ პირველმა" გელათში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალები გაარკვია

29.08.22 19:25
მკვლელობა მარიამობის ღამეს - "ტვ პირველმა" გელათში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალები გაარკვია

უმძიმესი დანაშაული გელათში - საქმის მასალების თანახმად, 35 წლის მინდია მაწკეპლაძე სასტიკი მეთოდებით ნათლულმა და ნათესავმა მარიამობის ღამეს მოკლა.  ადგილობრივების თქმით, სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი მამასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ნათესავებმა - ლაშა და ნიკა მაწკეპლაძეებმა მას ჯერ ჩასაფრება მოუწყეს, შემდეგ კი დანა 17 ჯერ ჩაარტყეს. ჭრილობები 35 წლის ბიჭისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა ის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

სასტიკ მკვლელობაში სავარაუდოდ 11-მდე პირი მონაწილეობდა, დანაშაულს ბევრი თვითმხილველი ყავს, მათ შორის დაკავებული 18 წლის ლაშა მაწკეპლაძის დედაა, რომელმაც პოლიციას საკუთარი შვილი თავადვე ჩააბარა. ქალი "პირველებთან" მომხდარში სამართალდამცველებსაც ადანაშაულებს, ამბობს რომ პატრულმა დაპირისპირებული მხარეები არ გააშველა და გამოძახებიდან მალევე მარტო დატოვა.

ნათესავებს შორის სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, გარდაცვლილი მინდია მაწკეპლაძის მამა იხსენებს რომ შემთხვევამდე 2 დღით ადრე კაცი ნათლულსა და მის მეგობრებს სთხოვდა ქუჩაში დგომის მაგივრად ემუშავათ, ვაჟა მაწკეპლაძის თქმით, სავარაუდოდ ეს შენიშვნა ახალგაზრდებმა შეურაცხყოფად მიიღეს და კაცს ჩასაფრება მოუწყვეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები