საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის ციხეში -სოსო გოგაშვილი ჩვენების მისაცემად ემზადება
საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის ციხეში - სუს-ის ექს შეფი ჩვენების მისაცემად ემზადება.
სოსო გოგაშვილი საგამოძიებო სამხურის თანამშორმლებს რუსთავის ციხეში რამდენიმე საათში ელოდება. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აპირებს საგამოძიებო უწყებას დეტალურად უთხრას როგორ შევიდა მასთან გოელაურის დავალებით ადვოკატი და როგორ აიძულებდა გაყალბებული არჩევნების და აფგან მუხთარლის საქმეზე ჩვენების შეცვლას.
როგორც ადვოკატები „პირველებთან" საუბარში ამბობენ, სოსო გოგაშვილი ადვოკატის, მიხელ მჭედლიშვილის ეპიზოდზე პენიტენციურ დაწესებულებაშივე გამოიკითხება.
„შესაძლებელია ის დამატებით გამოიკითხოს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტების ირგვლივ. ე.წ. ადვოკატის ეპიზოდზე. ციხეშივე იქნება გოგაშვილი გამოკითხული სპეციალური საგამოძებო სამსახურის მიერ. ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი დაზიანება მოხდა მიზანმიმართულად“. - აცხადებს ადვოკატი.
პარალელრად, რამდენიმე წუთში კაციტაძის უწყებას ჩვენებას სუს-ის ყოფილი უფროსის შვილიც მისცემს.
ნიკა გოგაშვილი გამომძიებლებს ინფორმაციას რუსთავის ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე მიაწოდებს.