საქართველოს მოქალაქე ყოფილმა ქმარმა ეგვიპტეში მოტყუებით წაიყვანა და შვილს წაართვა - 26 წლის ქალი შველას ითხოვს
ტყვეობა ეგვიპტეში და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა - საქართველოს მოქალაქე შველას ითოხვს.
26 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ შვილი წაართვა, შემდგე კი სახლში ჩაკეტა და თვისუფლება აღუკვეთა, ქალაქ ისმაილიადან რამდენიმე დღეა დახმარებას ითხოვს.
ქალი არადაამიანურ პირობებში იმყოფება, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლშია ჩაკეტილი და შენობიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარიამ კახაბრიშვილი ირწმუნება, რომ ის ეგვიპტეში ყოფილმა ქმარმა მოტყუებით ჩაიყვანა, ჯერ საბუთები წაართვა, მოგვიანებით კი 3 წლის შვილთან კომუნიკაცია აუკრძალა და სახლში ჩაკეტა.
ქალმა დახმარების თხოვნით საკონსულოს მიმართა, თუმცა საქართველოს მოქალაქის უფლებების დასაცავად რეაგირება არც საკონსულოს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუხდენია.
კახაბრიშვილი ყვება, რომ ის მოტყუებით გაიყვანეს საქართველოდან. ის ახლა ყველანაირი საბუთის გარეშე არის ახლა ეგვიპტეში დარჩენილი და საქართველოში დაბრუნებას, ბუნებრივია, შვილის გარეშე არ აპირებს.
ძალიან კარგად დამხვდნენ თავისი ოჯახის წევრები, თვითონაც კარგად მექცეოდა, უბრალოდ გუშინ, აი ესე, არ ვიცი რატომ, რა მიზეზით, განმიცხადა, რომ ბავშის წართმევა უნდა. უნდა რომ ასწავლოს ისლამი, რომელსაც მე ქრისტიანი, ვერ ვასწავლი და არ უნდა გაიზარდოს ბავში საქართველოში“. - ამბობს 26 წლის ქალი.
კახაბრიშვილთან ბინაში, რომელიც ყოფილმა მეუღლემ უქირავამ, მას შემდეგ რაც ბავში გაიტაცა გაუშვა საკუთარი და. სწორედ მისი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა 26 წლის ქალი საკონსულოს, თუმცა საკონსულოსგან ასეთი პასუხი მიიღო, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ვერ ჩაერეოდნენ.
„გააგებინეს საქართველოს საელჩოს ეგვიპტეში, მაგრამ იმათმა გაგვცეს ასეთი პასუხი, რომ ვერანაირი რეაგირება ვერ ექნებოდათ, სანამ არ დაწერდნენ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათი თქმით, ეს არის ოჯახური კონფლიქტი და ვერანაირად ვერ ჩაერეოდნენ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.
ჩვენ ვესაუბრეთ კახაბრიშვილის ადვოკატსაც. ის აცხადებს, რომ აუცილებელია, რომ საკონსულომ და საგარეო და ისუტიციის საქმეთა სამინისტრომ აქტიურად იმუშაონ და ყველაფერი გააკეთონ, რომ აღნიშნული ქალბატონი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოშ დააბრუნონ.