აკადემიურის აღება და სწავლის შეწყვეტა გვიწევს, კატასტროფული მდგომარეობაა - სტუდენტებს ქირა გაუძვირდათ
საქართველოში ათასობით სტუდენტი სწავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა.
თბილისში ბინები რეკორდულად გაძვირდა. ამიტომ რეგიონებიდან ჩამოსვლას სტუდენტები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ და უმძიმესი არჩევანის წინაშე დგანან.
შესაძლოა მათ რეკორდულად გაზრდილი ფასების გამო აუდიოტორიაში სწავლაზე უარის თქმა მოუწიოთ.
ბინების ფასეის ზრდა მას შემდეგ დაიწყო რაც რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების უპრეცედანტო შემოდინება დაიწყო.
"ბინები კატასტროფულად გაძირდა. ლარებშიც კი აღარ აქირავებენ და ხშირად წინასწარი ითხოვენ 2-3 თვისას. კატასტროფული მდგომარეობაა, ამიტომ მე და ჩემს მეგობრებს გვიწევს აკადემიურის აღება და სწავლის დროებით შეწყვეტა". - ამბობს სტუდენტი.