ჩვენი ვარაუდით, სოსოს მძღოლს დაიჭერენ! - გოგაშვილის ოჯახი დაკავებების ახალ სერიას აანონსებს

30.08.22 13:17
ჩვენი ვარაუდით, სოსოს მძღოლს დაიჭერენ! - გოგაშვილის ოჯახი დაკავებების ახალ სერიას აანონსებს

პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი სერია დაწყებულია - სოსო გოგაშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ  ხელისუფლება სუს-ის ექს შეფის შემდეგ მისი ახლო გარემოცვის წევრების განეიტრალებას ცდილობს. სადამსჯელო ოპერაციის სამიზნე ამჯერად სოსო გოგაშვილის მძღოლია.

ალექსანდრე სამხარაძე სუს-ის გენერალურ ინსპექციაშია დაბარებული. მასთან კითხვები იმ ტყვიებთან დაკავშირებით აქვს, რომელიც ჩხრეკის დროს მისი სახლიდან ამოიღეს.  

გოგაშვილის ცოლი პირდაპირ ამბობს, რომ ალექსანდრე სამხარაძეს დღეს დააკავებენ.

„დღეს დაიბარეს ალექსანდრე სამხარაძე, სოსოს მძღოლი გამოკითხვაზე. რაც სოსო დააკავეს 24 საათი ჩვენს ოჯახში ტრიალებდა.
სუს-ის გენინსპექციაში არის დაბარებული და ჩემი ვარაუდით, მას დააკავებენ. შეთითხნილი აქვს ყველანაირი ბინძური თემები, რაც ჩვენს სახლში შემოიტანეს და ჩადეს. მაგასთანაც ჩატარდა16 ივლისს ჩხრეკა, ალბათ მასაც რამეს ჩაუდებდნენ. მათ ასეთი მუქარა შემოგვითვალეს წმინდა ვახუშტის სახელით, რომ ივანიშვილმა ასე გადასცა სოსო გოგაშვილს, რომ თუ ჩვენებას არ მისცემდა, მის გარემოცვას ყველას დააკავებდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებსაც.  ჩვენც გაგვანადგურებდნენ და ნულზე დაგვსვავდნენ, ეს იყო მაგათი მუქარები“. - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.

პარალელურად, მოვლენების ეპიცნეტრია რუსთავის ციხე, სადაც ამ წუთებში ვახტანგ გომელურის წინააღმდეგ ჩვენებას გამომძიებლებს თავად  სოსო გოგაშვილი აძლევს.
 

მსგავსი სიახლეები