არ გვეშინია არაფრის და არავის - ნიკა გოგაშვილი დაკითხვაზე მივიდა
კაციტაძის უწყებაში გამოკითხვაზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა.
ნიკა გოგაშვილი გამომძიებლებს ინფორმაციას რუსთავის ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე მიაწოდებს.
გოგაშვილის შვილი რატი ბრეგაძეს საპასუხოდ ამბობს, რომ კამერების 7 დღით გამორთვა თუ ხარვეზია, მას წარმოდგენაც არ უნდა თუ რა ხდება სხვა ციხეებში.
"პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს თურმე ხარვეზია, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ ციხეში რომ ეგეთი სიტუაციაა, რა ხდება სხვა ციხეებში. ერთი შეკითხვა მაქვს, თუკი მამაჩემი იქცეოდა კარგად და კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდა და მაგიტო შეიყვანეს ოჯახი შაბათ დღეს სანახავად, სხვა პატიმრების ოჯახებმა რა დააშავა? არ გვეშინია არაფრის და არავისი, გარდა ღმერთისა და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგში ამ სისტემის წინააღმდეგ“. - თქვა ნიკა გოგაშვილმა.
პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მჭედლიშვილი მასთან შს მინისტრის დავალებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მიაგზავნეს.