ძალიან გადაღლილი და დასუსტებულია, ჰქონდა ურთულესი შეხვედრები ექსპერტებთან - ადვოკატი სააკაშვილზე

30.08.22 14:09
ძალიან გადაღლილი და დასუსტებულია, ჰქონდა ურთულესი შეხვედრები ექსპერტებთან - ადვოკატი სააკაშვილზე

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გადაღლილი და დასუსტებულია. უფლებადამცველის თქმით, მესამე პრეზიდენტს ურთულესი შეხვედრები ჰქონდა ექსპერტებთან. 

"მიხეილ სააკაშვილი მორალურად და ფიზიკურად ძაან გადაღლილია. იყო ურთულესი კვლევები ორივე ექსპერტთან შეხვედრის დროს"- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ამასთან, ხაჭაპურიძემ  აღნიშნა, რომ „შეურაცხმყოფელია ამ ხარისხის ექსპერტებში ეჭვის შეტანა“.

„გარდა ამისა, ამ საქმეში გვეყოლებიან სასამართლო მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთი ბატონ რატის [ბრეგაძის] ლექტორიც იყო. ასევე იქნება სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის მთავარ სასამართლოში არის უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე. ამ ყველაფერში ეჭვის შეტანა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა ეს მხარის უფლებაა, რომელსაც ვერ შევზღუდავთ და პირიქით, მზად ვართ ღიაობისთვის.

 

მსგავსი სიახლეები