26 წლის ქალის ტყვეობა ეგვიპტეში - კახაბრიშვილის ოჯახი საქართვველოს საკონსულოს უმოქმედობაში ადანაშაულებს
26 წლის ქალის ტყვეობა ეგვიპტეში - მარიამ კახაბრიშვილის საქართვველოს საკონსულოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
უმძიმესი ბრალდებების ადრესატი დიპლომატიური უწყება მას შემდეგ გახდა, რაც დასახმარებლად კონსულს საქარათველოს მოაქლაქემ მიმართა, თუმცა 26 წლის ქალის დასახმარებლად უწყებამ არაფერი გააკეთა.
მარიამ კახაბრიშვილი ამტკიცებს, რომ მას ყოფილმა ქმარმა ჯერ შვილი წაართვა შემდგე კი სახლში ჩაკეტა და თვისუფლება აღუკვეთა.
ქალაქ ისმაილში დატყვევებული ქალი დახმარების მოლოდინშია. უმოქმედებაში დიპლომატიურ უწყებას ქალის ნათესავებიც ადანაშაუალებენ.
გასაჯაროვდა მიმოწერა მარიამ კახაბრიშვილსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის.
მიმოწერიდან, ჩანს, რომ საკონსულოს აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება აქვს კახაბრიშვილის ოჯახის წევრების მიმართ, ეუბნება, რომ მას ისინი ეგვიპტეში არ ჩაუყვანია და შესაბამისად, პასუხისმგებლობას მათ საქართველოში დაბრუნებაზე ვერ აიღებს.
კახაბრიშვილის ოჯახი ამბობს, რომ საკონსულომ ქმედითი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას.
„წაართვა ბავშვის საბუთები და მობილური, რომ არავისთან კონტაქტზე არ გასულიყო. ხელით შეეხო, ძალადობს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. საკონსულომ გვითხრა, რომ ჯერ უნდა დავლოდებოდით როდის გათენდებოდა და დაგვეწერა განცხადება. რეალურად, არც ამ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. პასუხი იყო, რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. საკონსულო რამეს აკეთებს თუ არა ამ წამამდე, არ ვიცით". - ამბობს კახაბრიშვილის ოჯახის წევრი.
26 წლის ქალი, ყოფილმა მეუღლემ 25 აგვისტოს მცირეწლოვან შვილთან ერთად მოტყუებით გაიყვანა საქართველოდან. ის ახლა ყველანაირი საბუთის გარეშე არის ახლა ეგვიპტეში დარჩენილი და საქართველოში დაბრუნებას, ბუნებრივია, შვილის გარეშე არ აპირებს.