შეიძლება დამაკავონ - სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის პირველი კომენტარი
დააკავებენ თუ არა სუს-ის ექს შეფის დაცვის უფროსს? მოვლენების ეპიცენტრი ამ წუთებში სუს-ის გენერალური ინსპექციის შენობაა, სადაც გამოკითხავზე მოწმის სტატუსით უკვე მივიდა ალექსანდრე სამხრაძე.
მისი დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
სამხარაძემ "პირველებს" განუცხადა, რომ ის შეიძლება დააკავონ.
„დამირეკეს დილით, არ გამოვრიცხავ არაფერს, შეიძლება დამაკავონ. რატო დაინტერესდა დღეს და არა 2 კვირის წინ გამოძიება ეს არ ვიცი. ყველამ იცის, რომ ემ 24 საათის გოგასვილის და მისი ოჯახის გვერდით ვარდ ა ყველანაირად ეცდებიან რომ მათ ჩამომაშორონ“. - ამბობს სამხარაძე.
სამხარაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ თუ გოგაშვილის დაცვის უფროსის დაკავება მოხდება და თუ გაგრძელდება რეპრესიული სამართლებრივი პროცედურები, მერე შეიძლება ვიფიქროთ რომ სამხარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოიყენებულ იქნას გოგაშვილზე ზეწოლისთვის.
სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან საგამოძიებო უწყებას კითხვები სავარუდოდ მისი სახლიდან ამოღებულ ტყვიებთან დაკაშირებით აქვს, თუმცა სუს-ის ექს შეფის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ახლა გოგაშვილის გაჩუმებას მისი ახლო გარემოცვის წევრების განეიტრალებით ცდილობს.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს რუსთავის ციხეშიც, სადაც რამდენიმე საათია გამომძიებლებს ვახტანგ გომალურის წინააღმდეგ დეტალურ ჩვენებას თავად გოგაშვილი აძლევს.