პოლიციამ იარღები ჩაგვიდო - დავით კაკულია
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დავით კაკულია ირწმუენბა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს.
კაკულია ამტკიცებს, რომ პოლიციელების ქმედება იმ ბინის მეპატრონმაც დაინახა, სადაც მათი აყვანის სპეცოპერაცია მოხდა.
ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, - თქვა დავით კაკულიამ.
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს პროკურატურა არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტს ედავება, თუმცა მათი სახელი თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმესაც უკავშირდება.
საქმე პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას საზარელ მკვლელობას ეხება. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთები ძმები კაკულიები არიან.