გომელაურის უწყებიდან პოლიციელები გარბიან - გამოცდილი კადრები ამერიკაში კოლუმბიის გავლით მიდიან

30.08.22 17:07
გომელაურის უწყებიდან პოლიციელები გარბიან - გამოცდილი კადრები ამერიკაში კოლუმბიის გავლით მიდიან

გომელაურის უწყებიდან გამოცდილი პოლიციელები გარბიან - ძალოვანი სისტემიდან  გაქცეული თანამშრომლები სამსახურთან ერთად ქვეყანასაც ტოვებენ. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკიდურესი გაჭირვების გამო პოლიციელების ნაწილი ევროპის სხვადსხვა ქვეყნაში უკვე წავიდა, ათობით პოლიციელი კი თავშესაფრის მოთხოვნით ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას ამ წუთებშიც ცდილობს. 

ქვეწარმავლები, მტაცებელი ცხოველები და ე.წ. ჯუნგელბის ბილიკი - ეს არის ახალი მარშრუტი, რომლითაც ამერიკის ტერიტორიაზე შევლას ქართველი ძალოვანები ახლაც ცდილობენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ბოლო ნაკადი საქართველოდან ცოტახნის წინ  წავიდა, მათ შორის ათამდე  პოლიციელი იყო.

უკიდურეს გაჭირვებას გაქცეული ქართველი მიგრანტების 19 კაციანი ჯგუფიდან 15-მა ჯუნგლების გზა აირჩია. მათ შორის 6 პოლიციიდან წასული ოფიცერი იყო. 

ერთ-ერთი პოლიციელის მეუღლე "პირველებს" გამაოგნებელ ისტორიებს უყვება, თუ როგორ გაყიდეს სახლი და რა ჯოჯოხეთური გზის გავლა მოუწიათ, რომ კოლუმბიით ამერიკაში გადასულიყვნენ.

ქალი ყვება, რომ თბილისიდან 19 კაციანი ქართველების ჯგუფი  ამ საშიშ გზას 23 მაისს დაადგა და ამერიკამდე ჩასასვლელად ორ თვე დასჭირდათ

„ბევრი პოლიციელი იყო ქართველებიდან, 5-6 დაახლოებით, სულ 19 ვიყავით. მე და ჩემი მეუღლე არ წავედით, დანარჩენი წავიდა ჯუნგლების გზაზე. ტალახი აი საშინელი, იქ წყალი გადაგვაცურინეს. საშინელება გაგვატარეს. 23 მაისს წამოვედისაქართველოდან და 23 ივლისს, ზუსტად 2 თვის თავზე ჩავბარდით აქ ამერიკაში საემიგრაციოში“. - ამბობს ქალბატონი.

საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკაში არალეგალურად წამსვლელთა ბუმია. ათასობით ადამიანი ე.წ. გადამყვანებს უკავშირდება, ენდობა სრულიად ინკოგნიტო ხალხს და ხშირ შემთხვევაში გადაგდებულები რჩებიან, რადგანაც მათ გადამყვანები შუა ჯუნგლებში მარტო ტოვებენ.

მსგავსი სიახლეები