ნებისმიერი ექიმი, ვინც ნახავს პაციენტს,ერთი პასუხი ექნება: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია! - ეკა ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვა თანახმაა ექპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესში ხელისუფლებისთვის სანდო სპეციალიტები ჩაერთონ.
როგორც მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მმართველ ძალას ყოველთვის შეუძლიათ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ.
მეტიც ენმ-ს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ „არ ეშინია“ თუ ალტერნატიული კომისია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ჩაერთვება.
მისი თქმით, ყველა ექიმი დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც მეტი ალტერნატიული კომისია, თუ ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთვება ამ საქმეში, მით მეტი ადამიანი იტყვის მხოლოდ ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადამიანი არის კრიტიკული. მე არ მეშინია მდგომარეობის შეფასების, მე მეშინია იმ მდგომარეობის, რაც ამ ადამიანს ახლა აქვს.
ნებისმიერი ექიმი ვინც შევა და ნახავს პაციენტს, ექნება ერთი პასუხი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კრიტიკული! "- აცხადებს ხერხეულიძე.