მარნეულში, სოფელ შაუმიანში ხანძარია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში ხანძარია. ვიდეომასალას რადიო "მარნეული" ავრცელებს.
ცეცხლი ერთ-ერთ ფერდობზე ბუჩქებს წაეკიდა. კონკრეტულად რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.