ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს უკვე მეორედ დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი არტილერიით დღეს უკვე მეორედ დაბომბეს. ცეცხლის ალშია გახვეული მრავალსართულიანი შენობა.
ამ ეტაპზე დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
რუსულმაოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დილითაც დაბომბეს - დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 7.