ბათუმში რუსული პორტიდან სატვირთო ხომალდი შემოვიდა - ოპოზიცია სანქცირებულ მაზუთზე საუბრობს
შემოვიდა თუ არა საქართველოში რუსული სანქცირებული მაზუთით დატვირთული ტანკერი? საზღვაო რადარის "ტრაფიკ მარინის" მონაცემებით ბათუმში რუსული პორტიდან სატვირთო ხომალდი "ატაკამა" რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით ტანკერი რამდენიმე დღეა ბათუმის ნავსადგურში დგას, თუმცა ტერმინალი ტვირთს არ ცლის.
არსებობს ეჭვი, რომ 30 ტონა მაზუთი სანქცირებულ რუსულ კომპანიას ეკუთვნის, რის გამოც პორტმა მომსახურებაზე უარი თქვა.
ტანკერი რუსეთიდან 22 აგვსიტოს დაიძრა.
ბათუმში ოპოზიციის და ანტიკორუფციულის წარმომადგენლებუი ამბობენ, რომ ეს არის რუსული კომპანია როზნეფტის სანქცირებული მაზუთი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის შავ ხვრელად აქცია.
„მორიგი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა ბათუმის პორტში. ჩვენი ინფორმაციით, ნავთობია შემოტანილი რუსეთიდან. უბრალოდ ქართულ ოცნებას თუ სინდისი და ნამუსი დარჩა და მართლა თუ სული არ აქვს მიყიდული ოკუპანტისთვის, პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს და აგვიხსნას ვისი ჯიბეები სქელდება ამით“. - ამბობს ოპოზიცია.
ჩვენი ინფორმაციით გემი ბათუმის რეიდზე კომპანია ტერომ შემოიყვანა, თუმცა ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ინფორმაცია სწორი არ არის, ის უბრალოდ გემის აგენტია და არანაირი კავშირი მას ტვირთთან არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ეს არი არის პირველი შემთხვევა როდესაც ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთი შემოდის.