თუ მე და ჩემმა 69 ცალმა ტყვიამ ზიანი მივაყენეთ ქვეყანას, მზად ვარ ციხეში წავიდე - გოგაშვილის დაცვის უფროსი

31.08.22 11:20
თუ მე და ჩემმა 69 ცალმა ტყვიამ ზიანი მივაყენეთ ქვეყანას, მზად ვარ ციხეში წავიდე - გოგაშვილის დაცვის უფროსი

სასამართლო კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. სხოდმათა დარბაზში დღეს სოსო გოგაშვილის  დაცვის უფროსს ელოდებიან.

ალექსანდრე სამხარძის თქმით, თუ ის და მისი 69 ტყვია დამნაშავეა ქვეყნის წინაშე, მაშინ ის მზადაა ამისთვის პასუხი აგოს.

სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ის  პოლიტიკური დევნის სამიზნე სოსო გოგაშვილის გამო გახდა.

"დღეს პირველის ნახევარზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, რავიცი, თუ მე და ჩემმა 69 ცალმა ტყვიამ ზიანი მივაყენეთ ქვეყანას, მე მზად ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე პასუხი ვაგო და წავიდე ციხეში. ეს ყველაფერი კანონს სცდება და ისინი ყველანაირი ხერხებით ცდილობენ იოსებ გოგაშვილს ჩამოაშორონ თავისი გარემოცვა. ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ ყველანაირი გზით".- ამბობს სამხარაძე.

სუს-ის ექს შეფის ნდობით აღჭურვილ პირს  6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ის საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაშია ბრალდბული. 
 

მსგავსი სიახლეები