მეცოდება, ქართველი კაცი ვარ და ვაზი როგორ მოვჭრა - მევენახეების პრობლემები კახეთში

31.08.22 12:23
მეცოდება, ქართველი კაცი ვარ და ვაზი როგორ მოვჭრა - მევენახეების პრობლემები კახეთში

მევენახეები შველას ითხოვენ. გლეხები ვისი შემოსავალის ერთადერთი წყარი წლიდან წლამდე ყურძნის მოსავალზეა დამოკიდებული, ყვებიან, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 90-თეთრიანი სუბსიდირება
ხარჯებს ვეღარ ანაზღაურებს და ფაქტობრივად ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან.

დღეს მევენახეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი შეხვდა.

ოპოზიცია რთველის პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს პროექტი არა გლეხებზე, არამედ მმართველი პარტიის შემწირველი კომპანიებსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებზეა მორგებული.

რაც შეეხება გლეხებს, ისინი ვენახის აჩეხვის ზვარზე დგანან.

„მეცოდება, ქართველი კაცი ვარ და ვაზი როგორ მოვჭრა, მარა მეტ გზასაც არ მიჩენენ. დაპირებები კაი იციან, გვპირდებიან აი ამას გავაკეთებო და ხალხიც იმედითაა, მაგრამ აბა რა ხდება, საშველი არ ჩანს“ - ამბობენ გლეხები.
 

მსგავსი სიახლეები