რუსეთის დროშა ქუთაისის პარკში (ვიდეო)
ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს.
ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უცნობი პირი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იყოს.
აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ოკუპანტის სიმბოლიკის აღმართისთვის მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დასჯას მოითხოვს.
"ოცნებას" უნდა რომ რუსეთის დროშის აღმართვას მიაჩვიოს საზოგადოება ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველოშ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო 1000 ლარით აჯარიმებენ, ვერანაირ მსგავს ქმედებას ვერ ვხედავთ დღეს ოკუპანტის დროში აღმართვასთან დაკავშირებით".- აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი სხილაძე.