იდენტიფიცირებულია გომელაურის იმ მოადგილის ვინაობა, რომელმაც გოგაშვილზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადა
იდენტიფცირებულია ვახტანგ გომელაურის იმ მოადგილის ვინაობა, რომელმაც სუს-ის ექს შეფზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადა. ფიზიკურ ძალადობაში სოსო გოგაშვილის ოჯახი შალვა ბედნოიძეს ადანაშუალებს.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე ამტკიცებს, რომ ბედოიძე დაკავების დღეს მათ სახლში შენიღბული იმყოფებოდა, დავალებებს გასცემდა და დაკავებული გოგაშვილის ცემაშიც მონაწილეობდა.
შალვა ბედოიძე გომალურის ახლო გარემოცვის წევრი და ნდობით აღჭურვილი პირია. ის ხორავას საქმის გამყალბებელ პოლიციელთა რიცხვშია და ამ საქმეს წლების წინ მისი თანამდებობაც შეეწირა, თუმცა უწყებაში დაბრუნებულმა გომელაურმა ის ისევ დააწიანაურა.
სკანდალური განცხადება გოგაშვილის მეუღლემ სასამართლოში გააკეთა, სადაც ამ წუთებში სუს-ის ექს შეფის დაცვის უფროსის პროცესი იწყება.
გარდა შალვა ბედოიძისა, გოგაშვილის ოჯახის მიერ დასახელებულია სხვა ძალოვნებიც.
თეა მარტოფლიშვილის თქმით, ჩხრეკის დროს მის ოჯახში იყვნენ გენ-ინსპექციის უფროსი სოსო იოსებიძე, მისი მოადგილე გიორგი ღამბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების მეშვიდე განყოფილების უფროსი გიორგი დვალიშვილი.
„აღვიდგინე ჩემს ოჯახში ვინ იყო და ერთ-ერთი იყო შალვა ბედოიძე, რომელიც დღეს მოქმედი მინისტრის, წმინდა ვახუშტის მოადგილეა. იყო ასევე გიორგი ღამბაშიძე, რომელიც სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილეა. სპეცოპერაციის დროს, როდესაც ჩხრეკის განჩინებით შემოვიდნენ, რატო იყვნენ ასეთი თანამდებობის პირები ჩემს სახლში? შენიღბულები იყვნენ. შალვა ბედოიძეს უფრო ღრმად ჰქონდა ნიღაბზე ამოჭრილი. სხვათაშორის, გუშინ ჩემი 10 წლის ბავში მეუბნება, დედა აქამდე არ მინდოდა ამის თქმაო, მაგრამ, როდესაც საპირფარეშოში მომინდა გასვლა და შენი ყვირილის ხმა მესმოდა, გამიშვით ხელი რომ იძახდიო, კარი გამოვაღეო და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მომიშვირა იარაღი და ასე მითხრა, არ გამოხვიდე იცოდე, ხო იცი ეს რა მიჭირავს ხელშიო. - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.