გოგაშვილის დაცვის უფროსის საქმე - პროკურორი გირაოს სახით 5000 ლარს ითხოვს

31.08.22 13:11
გოგაშვილის დაცვის უფროსის საქმე - პროკურორი გირაოს სახით 5000 ლარს ითხოვს

სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის საქმე - პროკურორი გირაოს სახით 5000 ლარს ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალმდებელმა ცოტა ხნის წინ დააყენა. 

ალექსანდრე სამხარაძის ადვოკატი აღნიშულ შუამდგომლობას არ ეთანხმება და ამბობს, რომ  საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა დარჩეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„პროკურორი ითხოვს გირაოს 5000 ლარს, თუმცა მიმაჩნია, რომ გირაოს გამოყენების საფუძელი არ არსებობს, რადგან ალექსანდრე სამხარაძის მხრიდან არ არსებობს საფრთხეები, რომ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება ან მიმალვა“. - ამბობს ადვოკატი.
 

მსგავსი სიახლეები