პოლიციელი, რომელმაც დაკავებული სასტიკად სცემა, სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

31.08.22 15:13
პოლიციელი, რომელმაც დაკავებული სასტიკად სცემა, სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პოლიციელი, რომელმაც დაკავებული მოქალაქე ხელბორკილებით სასტიკად ცემა, სამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მეორე დღესვე გაათავისუფლა.

გადაწყვეტილებას დაზარალებულის ოჯახი ეთანხმება და პოლიციელთან საპროცესო შეთანხმების დადებასაც არ გამორიცხავს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და მისი ოჯახის გადაწყვეტილება გახლავთ მკაფიო, რომ მიემართათ განცხადებით და ამ პოლიციელის მიმართ განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი შეღავათები. მათ შორის ჩემი კლიენტი არ არის წინააღმდეგი, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ასევე აღკვეთის ნაკლებად მკაცრი ღონისძიების შემოფარგლულიყო სასამართლო და ა.შ. საკმარისზე მეტად მოხშირებულია ასეთი ფაქტები და ვურჩევდი გენერალურ პროკურორს, რომ მეტად შეაგზავნოს თავისი პროკურორები შესაბამის დაწესებულებებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ნაცემი პირები შედიან დაწესებულებშ და შემდეგ ხდება ამ ფაქტების მიჩქმალვა“. - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი.

პატრულ-ინსპექტორებმა დაკავებული მოქალაქეები ჯერ ხელბორკილებით ცემეს, შემდეგ კი მძიმე  დაზინებები  თავის არეში მიაყენეს. ირკვევა რომ ძალოდბის ერთი ფაქტი ზესტაფონის პოლიციაში მეორე კი ბათუმში - საპატრულო პოლიციის მანქანაში მოხდა.  

გომელაურის უწყების თანამშორმლებისთვის წარდგნილი ბრალდბა უმძიმესია, მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მსგავსი სიახლეები