სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ადვოკატებმა კონსულტაციები დაიწყეს - ხაჭაპურიძე ნიკა გვარამიას შეხვდა

31.08.22 16:02
სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ადვოკატებმა კონსულტაციები დაიწყეს - ხაჭაპურიძე ნიკა გვარამიას შეხვდა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვედრა დასრულებულია. შალვა ხაჭაპურიძემ და ნიკა გვარამიამ სასჯელის გადავადებაზე კონსულტაციები დაიწყეს და პოზიციები შეაჯერეს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, გვარამიასთვის საქმეში არსებული ბოლოდროინდელი საკითხები მისაღებია.

"ვისაუბრეთ სასჯელის გადავადებაზე, ეს მისი წამოწყებული პროცესი იყო. გარკვეული სამართლებრივი, ტექნიკური საკითხები იყო, ეს თემები გავიარეთ. ჩვენ პოზიციებზეც ვიმსჯელეთ, რაზეც ის დაეთანხმა. ნიკა ჭკვიანი და გამოცდილი იურისტია, თავისი პოზიცია გამოხატა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაღაც საკითხები მის დროს არის დაწყებული, რაღაცები მერე დაემატა და მისთვის ეს პოზიცია მისაღებია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გვარამია მესამე პრეზიდენტის ის ადვოკატია, რომლმაც სასჯელის გადავადებაზე მუშაობა ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის დროს დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები