აფეთქება დიდი დიღომში - დაშავებულია სამი ადამიანი
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.