აფეთქება დიდ დიღომში - უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან

01.09.22 10:32
აფეთქება დიდ დიღომში - უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან

უმძიმესი კადრები ე.წ. ბენდუქიძის დასახლებიდან, სადაც რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები და დაზიენებულია ინვენტარი. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა შენობაში ცხოვრება. 

ცნობისთვის, აფეთქება დასახლებაში გამთენიისას მოხდა. შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთ წლამდე ბავშვიც მძიმედ დაშავდა. 

ექიმები მათ გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები