აფეთექბა დიდ დიღომში - დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

01.09.22 10:39
აფეთექბა დიდ დიღომში -  დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

 თბილისში, დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - იაშვილის კლინიკის მედიკოსები მცირეწლოვნის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ. 

ადგილობრივების თქმით, ბავშვს სხეულის უდიდესი ნაწილი დამწვარი აქვს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ის ადგილობრივი მაცხოვრებელია.

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.  აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

    

მსგავსი სიახლეები