ჩვილის გარდაცვალების საქმე- ოჯახი ექიმის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

01.09.22 11:08
ჩვილის გარდაცვალების საქმე-  ოჯახი ექიმის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

ხმაურიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, წლინახევრის ბავშვის დედა ჰოსპიტალიზებულია. სასამართლოში დაპირისპირების დროს, ქალმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. ხმაური სასამართლოში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენს მოჰყვა, რომელმაც 2 წლამდე ბავშვისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ბრალდებული ექიმი გაამართლა. დედა ამტკიცებს, რომ ბავშვი არასწორი დიაგნოზის გამო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს.

ჩემთვის ეს განაჩენი ძალიან მძიმე იყო. ეს მოსყიდული მოსამართლის განაჩენია. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ექიმის მხრიდან დროული სამედიცინო ჩარევა რომ ყოფილიყო, ბავშვი სიცოცხლე გაიზრდებოდაო. ყველანაირად გამანადგურეს, ერთი შვილი მომიკლეს, დანარჩენი ორი კი შეურაცხყოფილები არიან. მკვლელი ექიმი სხვა ბავშვებსაც მოკლავს, კლინიკა "ენ მედი" დასახურია. ჩემი ბავშვი მაია აბულაშვილმა მოკლა. 

ბრძოლას ვაპირებ ბოლომდე, არ გავჩერდები. სააპელაციოშიც ვიბრძოლებ და უზენაესამდე წავალ"- თქვა გარდაცვლილის დედამ. 

მსგავსი სიახლეები