ძალადობა, თაღლითობა - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ 3-ჯერ ნასამართლევია

21.04.21 13:20
ძალადობა, თაღლითობა - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ 3-ჯერ ნასამართლევია

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს. გურგენიძე ადასტურებს, რომ ის წარსულში 3-ჯერ არის ნასამართლევი. 

ყველა ნასამართლეობა არის გაქარწყლებული. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რამოდენიმე მუხლში უკვე გამართლებული ვარ მე. ყველა ის ადამიანი, ვისაც ეხებოდა, საქმის კურსში იყო, აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭომ გააკეთა განცხადება. საქართველოში არის დემოკრატია. ეს არის მათი უფლება, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა," - თქვა დავით გურგენიძემ. 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ამ დრომდე შიმშილობენ და რექტორის გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია რექტორი, რომელიც წარსულში  ნასამართლევია. 

მსგავსი სიახლეები