სოსო გოგაშვილის პროცესები პროკურატურამ თვენახევრით გადადო
სოსო გოგაშვილის პროცესები პროკურატურამ თვენახევრით გადადო - სახელმწიფო ბრალდებამ სუს-ის ყოფილი შეფის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოაგროვა.
პროცესი, რომელიც რვა სექტემბერს უნდა გამართულიყო 20 ოქტომბრისთვის გადაიდო. დღეს დილით კი პროკურატურამ დააანონსა რომ გოგაშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად ემზადებიან.
გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ამოვწურავთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას და მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, თუ გვექნება საკმარისი საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ სხვა ბრალდებებიც შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი, რა თქმა უნდა მას ბრალდება დაუმძიმდება.
გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე ტარდება გარკვეული საპროცესო მოქმედებვებ"- განაცხადა საქმის პროკურორმა.
გოგაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ იოსებ გოგაშვილის სახლში შესაძლოა განხორციელდა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი საშუალებების ჩადება.
აღნიშნულ ელექტრომატარებლებზე არის ისეთი ინფორმაციებიც, რომელიც ხელოვნურად შესაძლოა, გახდეს იოსებ გოგაშვილისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი.
ბუნებრივია, ის ელოდებოდა, მისი პოლიტიკური აქტიურობის შემდეგ, რომ შესაძლოა მისი დაკავება განხორციელებულიყო. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ მას ჰქონდა ვრაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ინფორმაცია, მას ბუნებრივია საკუთარ სახლში სასთუმლის ქვეშ არ შეინახავდა"- თქვა ადვოკატმა.