სოსო გოგაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ტყუილში ამხელს
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ტყუილში ამხელს. ვახტანგ გომალაურთან მიმართებით, დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანის ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღეს.
გომალაური ამბობდა, რომ გოგაშვილთან მისი ოჯახის წევრები ერთჯერადად იყვნენ შესულები, თუმცა დოკუმენტით დასტურდება, რომ პატიმართან მისი ახლობლები ორჯერ იყვნენ შესულები.
რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ სოსო გოგაშვილი წაახალისეს და ამიტომ შეუშვეს მასთან მნახველები, თუმცა დაცვის მხარემ გამოითხოვა დოკუმენტი პატიმრის ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დოკუმენტში არსად არ არის მითითებული, რომ სოსო გოგაშვილი წახალისებულია.
ოფიციალურად მოვიპოვეთ მტკიცებულება, ნომერ მეთორმეტე დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია, რომ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების ვიზიტი განხორციელდა ორჯერ, მათ შორის ერთ-ერთი არის არასამუსაო დღეს და არასამუშაო საათებში.
როგორც იცით, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მოხდა იოსებ გოგაშვილის წახალისება. ჩვენ გამოვითხოვეთ იოსებ გოგაშვილის პირადი საქმე, სადაც წახალისების შესახებ რაიმე სახის დიკუმენტი არ მოიპოვება. რაც ნიშნავს იმას, რომ იუსტციის მინისტრმა საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა"- თქვა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.