ოქროს ზოდების საქმე - კრიმინალური ბანდის წევრები ბრალს არ აღიარებენ

01.09.22 13:43
ოქროს ზოდების საქმე - კრიმინალური ბანდის წევრები ბრალს არ აღიარებენ

კრიმინალური ბანდის წევრები ბრალს არ აღიარებენ. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულები დღეს განსასჯელის სკამიდან ცდილობდნენ მოსამართლის დარწმუნებას, რომ ოქროს მონეტების და ძვირფასი ნივთების გამო დაწყებულ გარჩევასთან არანირი კავშირი არ აქვთ. შალვა მამეიშვილი, მამუკა ფეიქრიშვილი და გოჩა ცეცხლაძე ბრალს არ აღიარებენ და არც ის იციან, რატომ იხდიან ახლა სასჯელს ციხეში. 

საუბარია 90 ათას დოლარის ღირებულების ოქროზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დავის საგანი გახდა ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

დღეს დაცვის მხარე პირდაპირ ითხოვდა, რომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძება გირაოთი შეცვლოდათ, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობით მათ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეთ.

ამ ხმაურიანი საქმის კრიმინალურ გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები ლავას ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილიც ფიგურირებენ. 

გამოძიების ვერსიით, მათ წინააღმდეგაც აქვთ მტკიცებულებები. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც საქმეში დევს. 

დღეს დაცვის მხარე ითხოვდა, აღნიშნული ჩანაწერები საქმეში როგორც მტკიცებულება ისე არ ყოფილიყო.

აღნიშნულ საქმეზე ორი პირი ძებნილად არის გამოცხადებული. თამაზ ფაღავას და ხვიჩა ცეცხლაძეს ბრალი დისტანციურად წარედგინათ.

სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სულ ცოტა ხანში გაირკვევა დატოვებს თუ არა პატიმრობაში მოსამართლე სამ ბრალდებულს. 

მსგავსი სიახლეები