მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა

01.09.22 15:13
მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა

ხბოების შემდეგ ღორები - ​საქართველოს მთავრობამ ღორის დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. 

„ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.

ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

ვრცლად ნახეთ აქ

2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ასევე ხბოს დაცვის წესიც, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.