რა გარანტიას მაძლევს ბრეგაძე, რომ ჩემი მეუღლე უსაფრთხოდაა? - გოგაშვილის ცოლი იუსტიციის მინისტრს

01.09.22 15:33
რა გარანტიას მაძლევს ბრეგაძე, რომ ჩემი მეუღლე უსაფრთხოდაა? - გოგაშვილის ცოლი იუსტიციის მინისტრს

სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფიშვილი იუსტიციის მინისტრს პასუხობს - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოისანის ოჯახი რატი ბრეგაძეს მოუწოდებს, კამერების წაშლის სკანდალის გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

რატი ბრეგაძე იტყუება, თუ ხარვეზი იყო, მათ დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ, გამოზახებული უნდა ჰყავდეთ სპეციალისტები, რომ გაერკვნენ, რატომ იყო გათიშული სათვალთვალო კამერები. 

რა გარანტიას მაძლევს მე რატი ბრეგაძე, რომ 7 დღის განმავლობაში კამერები თურმე მწყობრიდან იყო გამოსული და ჩემი მეუღლე ია უსაფრთხოდაა. 

მთლიან პასუხისმგებლობას რატი ბრეგაძეს და მისი გუნდის წევრებს ვაკისრებს"- განაცხადა მარტყოფიშვილი.