სტუდენტების პროტესტი - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება ENKA-სთან გააფორმა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა კომპანია ENKA-სთან, რომელიც ნამოხვანჰესის მშენებლობას ახორციელებს. სამოქალაქო აქტივისტების და სტუდენტების პროტესტი მოჰყვა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტის მასწავლებლები და სტუდენტებიც მონაწილეობას მიიღებენ ჰესის მშენებლობაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ENKA-სთან ხელშეკრულება არ უნდა გაეფორმებინა.
ხელში ჩაგვივარდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანია ENKA-სთან, აფორმებს ხელშეკრულებას ტექნიკური უნივერსიტეტი და წერია, რომ ახალგაზრდები იმუშავებენ სამშენებლო ობიექტებზე, ვთვლით, რომ თუკი ასეთი სულისკვეთებით იზრდებიან ჩვენი ცოდნის ტაძრები, ეს არის ყოვლად მიუღებელი," - ამბობს აქტივისტი.