კალაძის მოთხოვნა დაუსაბუთებულია, მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ - "ტვ პირველის" იურისტი
კახი კალაძე ტვ პირველის წინააღმდეგ - სარჩელს უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს "ტვ პირველის" იურისტი.
როგორც ქეთი ზანდუკელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ტელეწამყვანმა თოქ-შოუში იმ გავრცელებულ ბრალდებების ციტირება განახორციელა, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებაში ისმის.
ზანდუკელი ამბობს, რომ კალაძის სარჩელი ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენაა მიმართული.
"მაია მაულაშვილის მიერ არ მომხდარა კონკრეტული განცხადების გავრცელება, სარჩელი ტოვებს განცდას, რომ კალაძის მიზანი, მცირე შემოსავლის ტელევიზიები ფინანსური საქციებით დახურვის პირას მიიყვანაა. ეს განცხადება გავრცელდა 2019 წლის 18 მაისს და მას შემდეგ არა ერთმა წყარომ და არა ერთმა პირმა საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაავრცელა და გაიმეორა. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული, რომ მამულაშვილმა აღნიშნული განცხადების გავრცელება მოახდინა, რომელიც თავის მხრივ, კახა კალაძის პატივის და ღირსების შელახვა შეძლო. ეს არის დაუსაბუთებული მოთხოვნა და მიმართულია ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ. მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, რაც კომპანიას ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ჩააგდებს". - თქვა ქეთი ზანდუკელმა.
თბილისის მერი დამოუკიდებელ ტელევიზიას 100 ათასი ლარს სთხოვს.