თამაში ვალუტით - ექსპერტები ეროვნულ ბანკს ლარის კურსის გაუფასურებაში ადანაშაულებენ

01.09.22 17:41
თამაში ვალუტით - ექსპერტები ეროვნულ ბანკს ლარის კურსის გაუფასურებაში ადანაშაულებენ

ლარი ხელოვნურად უფასურდება -  ექსპერტების თქმით, სებ-ის ინტერვენციებმა ეროვნული ვალუტა გაუფასურების პირას მიიყვანა.

ეკონომიკის ექსპერტების ინფორმაციით, თვის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი რეზერვების შესავსებად იყიდა, 2 კვირაში კი ისევ გაყიდა, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.

ძლივს გვქონდა იმის შანსი, რომ ვალუტა დასტაბილურებულიყო. ერთი უხეში ჩარევით ყველაფერი დაანგრია ეროვნულმა ბანკმა - მიმოქცევაში გაუშვა 500 მილიონი ლარი. ამან დარტყა ფასებს, ლარის კურსს. მერე თავში ხელი შემოირტყეს, მიხვდნენ, რომ შეცდოამ დაუშვეს. ჯერ 8 მილიონი ლარი გაყიდეს, მაგრამ ბაზარს არ დაეტყო არაფერი, მერე - 32 მილიონი.- აცხადებს ეკონომისტი რომან გოცირიძე. 

ეკონომისტები ინფლაციის ტემპის ზრდას სექტემბრის ბოლოდან ვარაუდობენ.