ჩვილის გარდაცვალების საქმე - გამართლებული პედიატრი ბავშვის დედის წინაააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

01.09.22 17:51
ჩვილის გარდაცვალების საქმე - გამართლებული პედიატრი ბავშვის დედის წინაააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

წლინახვერის ბავშვისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ბრალდებული ექიმი კლინიკას და საქმიანობას დაუბრუნდა.

მაია აბულაშვილის თქმით, წლინახევრის ჩვილი არა მის დაუდევრობას, არამედ დედის უყურადღებობას შეეწირა.

დიდ სკანდალაში გახვეული პედიატრი ამბობს, რომ სამართლებრივ სარჩელს გარდაცვლილი ჩვილის დედის წინაააღმდეგ თავადაც ამზადებს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა ექიმს მანამდე სააპელაციო სასამართლოსთვის მოუწევს პასუხის გაცემა, სადაც ჩვილის დედა რამდენიმე დღეში შეიტანს სარჩელს. 

სახლში ჰქონდა რემონტი, ზამთარი იყო, ციოდა, დაკეტილი ჰქონდა ფანჯრები, გამათბობელი ჰქონდა ჩართული და კრასკის სუნი იდგა. კი უარყოფს, მარა რომ მოვიდა ჩიოდა, ცემენტი ხო არ შეჭამა, კრასკა ხო არ დალია, სუნია სახლშიო. აი ამის ფონზე დაემართა ალერგია, გესმით, ანაფილაქსია და გაიგუდა ბავშვი. ექსპერტმა რო გაჭრა ეს ბავშვი, ეს სურათი დახვდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ჰიპოქსიის ფონზე, ავარიის, ინსულტის და ნებისმიერი გარდაცვალების დროს  უჟანგბადობით ხდება ფილტვის ქსოვილის შეშუპება. მშობელმა დაიწყო სამი თვის შემდეგ დავა. რაღაცის ქურდობას დაიბრალებ ადამიანი, მაგრამ 33 წლის სტაჟის ექიმი ბავშვის სიკვდილს ვერ დაიბრალებ". - ამბობს ექიმი.

ასევე დედის უყურადღებობაზე საუბრობს პედიატრის ადვოკატიც და ამბობს, რომ საქმეში, გარდაცვლილი ჩვილის დედის მხრიდან საკუთარი გულგრილობის ექიმზე გადაბრალებას აქვს ადგილი.

წლინახევრის ბავშვის სიკვდილში ბრალდებული ექიმი სასამართლომ გუშინ გაამართლა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენს დარბაზში დიდი ხმაური მოჰყვა.