ხანძარი ბორჯომში - ქრობის პროცესში ავიაციასთან ერთად, ცოცხალი ძალაც ჩაერთო
ბორჯომში ისევ ხანძარია - ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილ ხანძრსსასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ცდილობს. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებიც.
ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს წაეკიდა.