დონეცკელი, პრორუსი აქტივისიტი ერთი თვეა საქართველოშია

02.09.22 12:07
დონეცკელი, პრორუსი აქტივისიტი ერთი თვეა საქართველოშია

როგორ აღმოჩნდა დონეცკელი პრორუსი აქტივისტი საქართველოში და რატომ შემოუშვა ხელისუფლებამ დანაშაულის ჩამდენთა სიაში შეყვანილი პირი ქვეყნის ტერიტორიაზე? დანილ დეევი საქართველოში თითქმის ერთი თვეა ცხოვრობს და სოციალურ ქსელში პოსტებსაც აქვეყნებს.

ირკვევა, ისიც, რომ პრორუსი აქტივისტი საქართველოში უკრაინის პასპორტით შემოვიდა და კრიპტო საქმიანობას ეწევა. ის თავადაც წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებს რჩევებს აძლევს,  როგორ გამოიმუშაონ ამ გზით მეტი ფული.

22 წლის დეევზე ინტერნეტში წერია, რომ ის "ტერორისტებისა და ოკუპანტების თანამზრახველია". როგორ აღმოჩნდა დონეცკელი პრორუსი აქტივისტი ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება დუმს. 

 

მსგავსი სიახლეები