ნებისმიერი შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკის სიკვდილს გამოიწვევს - ექსპერტები

21.04.21 13:56
ნებისმიერი შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკის სიკვდილს გამოიწვევს - ექსპერტები

ქვეყანა ახალი შეზღუდვების მოლოდინშია - ჯანდაცვის სფეროსა და ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს და მის სიკვდილს გამოიწვევს. 

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, აღნიშნავს, რომ მარტო ნიღაბი და სოციალური დისტანცია ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას თავიდან ვერ აგვაცილებს და ვაქცინაცია გადაუდებელი აუცილებლობაა.

 წესები უნდა გამკაცრდეს, ნიღაბი, ვაქცინა და დისტანცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე ტალღას ვერ შევაჩერებთ. წესები უნდა გამკაცრდეს, ამ შემთხვევასში მესამე ტალღას შევაჩერებთ, ისევ პრობლემად რჩება ნიღაბი,  სოციალური დისტანცია, მაგრამ მარტო ეს ვერ გვიშველის, აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება. - ამბობს ვატო სურგულაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1310  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  12 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, ერთი კვირის მაჩვენებელი კი 4%-ს გადასცდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს უნდა გაიმართოს. ის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს და უძღვება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხდომაზე გადაწყდება, დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები.

 

მსგავსი სიახლეები