მოშიმშილე პატიმრების პროტესტი - ციხეში გამოკითხვების სერია დაიწყო

02.09.22 13:14
მოშიმშილე პატიმრების პროტესტი - ციხეში გამოკითხვების სერია დაიწყო

გამოკითხვების სერია ციხეში - მოშიმშილე პატიმართან გამომძიებლები შევიდნენ. რუსთავის ნომერ მე-6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მძიმე დიაგნოზის მქონე მოშიმშილე პატიმრების პრობლემებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. 

დღეს ის პატიმრები გამოიკითხებიან, ვინც ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. 

გამოკითხვების სერია გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ახლა გამომძიებლების კითხვებს სამკურნალო დაწესებულებაში გადმოყვანილმა პატიმრებმაა უნდა გასცენ. 

უფლებადამცველებს მოლოდინი აქვთ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართებადა ყველა ის პირი დაისჯება, რომლებიც პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

დღე შევდივართ გიორგი ჭელიძესთან გასაუბრებაზე. მოხდება პატიმრებთან გასაუბრება და ამის შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ, გამოძიება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად დადასტურდება ყველა იმ თანამდებობის პირთა სავარაუდო დანაშაული, რაზედაც ვსაუბრობდით, არაადამიანური მოპყრობა და წამება. აქედან გამომდინარე, ყველა ის პირი, დირექტორიდან დაწყებული, მიეცემა პასუხისგებაში. იმედს, ვიტოვებთ, რომ სპეციალური საგამოძებო სასმახური ხელს არ დააფარებს დამნაშავეებს და საქმის გამოძიება მოხდება ობიექტურად და სამართლიანად - ამბობს ადვოკატი