აფეთქება დიდ დიღომში - 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა
ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დიდი დიღომში აფეთქება გუშინ გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ჩვილის დედა, 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობაც მძიმეა.