სისხლიანი დაპირისპირება სოფელ ქედში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

02.09.22 14:42
სისხლიანი დაპირისპირება სოფელ ქედში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

სოფელ ქედში კაცი დაჭრეს - ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა თანასოფლელებს შორის დაპირისპირებას. ბრალდებულმა ნაცნობს, დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ  ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება. 

პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ეძებს.