სოფელ მისაქციელში დაკარგული 4 წლის ბავშვი იპოვეს

02.09.22 14:49
სოფელ მისაქციელში დაკარგული 4 წლის ბავშვი იპოვეს

სოფელ მისაქციელში დაკარგული 4 წლის ბავშვი მაშველებმა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

"მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს. პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“.- ნათქვამია ინფორმაციაში.

ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.