ბორჯომ-ხარაგულის ტყე-პარკში გაჩენილ ხანძარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ბორჯომ-ხარაგულის ტყე-პარკში გაჩენილ ხანძარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლი ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, თუ დღის ბოლომდე ამინდი არ შეიცვალა, უკვე ოფიციალურად გამოაცხადებენ ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ.
სტიქიის ზონაში ისევ რჩება ცოცხალი ძალა, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-მდე თანამშრომელი. სამართლადამცველები მათ ხანძრიდან მხოლოდ 150 მეტრის მანძილზე უშვებენ, რათა სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები შეასრულონ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.