გაყიდული ბავშვები სამშობიაროდან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

02.09.22 16:46
გაყიდული ბავშვები სამშობიაროდან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბავშვებით ვაჭრობა საქართველოში - შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალწლიანი დანაშაულებრივი სქემის კვალზე გასვლას ცდილობს. 

"პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანით ვაჭრობას გულისხმობს.

უწყება ცდილობს დაადგინოს, ვინ მონაწილეობდა სისტემურ დანაშაულში - ვინ იყვნენ ის მედდები თუ ექიმები, ვინც ნამშობიარებ დედებს ატყუებდნენ, რომ ჩვილი დაკარგეს. 

"პირველების" ინფორმაცით, ამ ეტაპზე პოლიცია იძიებს ხუთ საქმეს, სადაც, რომ ბავშვების სამშობიაროდან გაყიდეს ბიოლოგიურ მშობლებს კი უთხრეს, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან.

დანაშაულებრივი სქემა სავარაუდოდ, მოიცავს 1980 წლიდან 2005 წლის პერიოდს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეძებ"-ის ხელმძღვანელი, თამუნა მუსერიძე, კონკრეტულ სამშობიაროებს ასახელებს და აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ბავშვთა გაყიდვის ფაქტებს ადასტურებს. 

შინაარსი არის ერთი და იმავე - გააჩინა ბავშვი, ის იყო ჯანმრთელი. მესამე დღეს კი დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამშობიაროს სასაფლაოზე უნდა დაკრძალულიყო, რადგან თურმე ასეთი წესი იყო. თუმცა ირკვევა, რომ მსგავსი ფაქტი არც ერთ სასაფლაოზე არ ყოფილა. არც ერთ სასაფლაოს არ ქჰონია  ხელშეკრულება რომელიმე სამშობიაროსთან. 

ჰქონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი ბავშვები და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოითხოვდა "გარდაცვლილი" შვილის ნახვას, უჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. როგორც ჩვენ ბაზარში ვყიდულობთ ხორცს, ზუსტად ასე ყიდულობდნენ ბავშვებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ყველაზე მძაფრი ქეისი ჩაინიშნა, გვითხრეს, რომ მოკვლევას დაიწყებენ - აცხადებს "პირველებთან" მუსერიძე.