გაყიდული ბავშვების საქმე - მეორე სამშობიაროში ინახებოდა გარდაცვლილი ბავშვები, რომელსაც მშობლებს ანახებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ჩვილი მათი იყო"

02.09.22 17:27
გაყიდული ბავშვების საქმე - მეორე სამშობიაროში ინახებოდა გარდაცვლილი ბავშვები, რომელსაც მშობლებს ანახებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ჩვილი მათი იყო"

გაყიდული ბავშვების საქმეები საქართველოში - არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეძებ"-ის დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე, გამაოგნებელ ისტორიებს ყვება.

მისი თქმით, 90-იან წლებში ბავშვების სამშობიაროდან ჰყიდდნენ, ბიოლოგიურ მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან.

მუსერიძე აღნიშნავს, რომ სამშობიაროებში ჰყავდათ უკვე გარდაცვლილი ჩვილები, რომლებს მშობლებს აჩვენებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ეს მათი ბიოლოგიური შვილის გვამი იყო: 

მეორე სამშობიაროში ჰქონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გაყინული, გარდაცვლილი ბავშვები და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოითხოვდა ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული"- აცხადებს მუსერიძე. 

 წლების წინ ფულის სანაცვლოდ მშობლებისთვის მოტყუებით წართმეული ჩვილების საქმეები ძალოვანების ინტერესის საგანი ხდება.

"პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანით ვაჭრობას გულისხმობს.

უწყება ცდილობს, დაადგინოს, ვინ მონაწილეობა სისტემურ დანაშაულში - ვინ იყვნენ ის მედდები თუ ექიმები, ვინც ნამშობიარებ დედებს ატყუებდნენ, რომ ჩვილი დაკარგეს. 

"პირველების" ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიცია იძიებს ხუთ საქმეს, სადაც იკვეთება, რომ ბავშვები სამშობიაროდან გაყიდეს, ბიოლოგიურ მშობლებს კი უთხრეს, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან.