გოგაშვილის საქმე - სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახმა კაციტაძის უწყებაში მთავარი მტკიცებულება მიიტანა

02.09.22 17:30
გოგაშვილის საქმე - სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახმა კაციტაძის უწყებაში მთავარი მტკიცებულება მიიტანა

სოსო გოგაშვილის გადაწყვეტილებით, სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში უწყებაში თეა მარტოფლიშვილმა და ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ წებოვანი ლენტი მიიტანეს.

ოჯახის თქმით, წებოვანი ლენტა მთავარი მტკიცებულებაა, რითაც სუს-ის ყოფილი შეფი დაადასტურებს, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მართლაც შედგა სატელეფონო საუბარი მასსა და გომელაურს შორის.

როგორც სოსო გოგაშვილი ამბობს, აღნისნულ წებოვან ლენტზე უნდა იყოს დნმ-ის ნიმუშები. 

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ,,ტვ პირველთან"  საუბარში ამბობს, ახლა გოგაშვილი მთავარ მტკიცებულებას კოკა კაციტაძის უწყებას ანდობს იმისთვის, რომ გამოზიებამ ექსპერტიზაზე გააგზავნოს წებოვანი ლენტი. 

თუმცა, ოჯახს აქვს ერთი პირობა, რომ აუცილებლად დაესწრონ პროცესს, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო წებოვან ლენტს ექსპერტიზას ჩაუტარებს.

გოგაშვილის გადაწყვეტილებით, მის მიერ მოპოვებული წებოვანი ლენტი, რომელზეც შესაძლებელია, არსებობდეს მე-12 -ე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის თითის ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუშები, აღნიშნული წებოვანი ლენტი დღეს ჩავაბარე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და თუ წებოვან ლენტზე ამოვა ორი ნიმუში, პირველი დნმ, ხოლო მეორე თითის კვალი, ამით დადასტურდება, რომ იოსებ გოგაშვილს ნამდვილად მიაწოდეს ტელეფონი მე- 12 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში და ამ ფაქტის დაადასტურება უკვე, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმ ფაქტების დადასტურებასაც, რაზეც საუბრობდა იოსებ გოგაშვილი  - ამბობს ადვოკატი.